Tuesday, May 26, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს გავიაზრეთ პროექტის შეფასების რუბრიკა.შევქმენით პორთფოლიოს პრეზენტაცია,ავტვირთეთ დრაივზე და დავდეთ ბლოგზე.

პორთფოლიოს პეზენტაცია


Wednesday, May 20, 2015

შინაარსობრივი სტანდარტები და იდიკატორები

მათ.X.7.      მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა და უტოლობათა სისტემების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ორუცნობიან  განტოლებათა სისტემას; ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით
მათ.X.13. მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებ მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს მონაცემთა შეგროვების ხერხებს (დაკვირვება, გაზომვა, მითითებულ რესპონდენტთა ჯგუფის გამოკითხვა მზა ანკეტით/კითხვარით);
·         ატარებს სტატისტიკურ (მათ შორის, შემთხვევით) ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს;
·         იკვლევს და იყენებს მონაცემთა სხვადასხვა ისტორიულ და თანამედროვე წყაროებს (მაგალითად, საინფორმაციო ცნობარი, ინტერნეტი, კატალოგი და სხვა).
მათ.X.14. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ირჩევს თვისობრივ და რაოდენობრივ (დაუჯგუფებელ) მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს თავის არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას;
  • აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი და იგივე თვისობრივი ან რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს;
  • ახდენს მონაცემთა დაჯგუფებას/დალაგებას, მსჯელობს დაჯგუფების/დალაგების პრინციპზე.
         21-ე საუკუნის უნარ ჩვევები
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;

     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
     მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
     ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;

საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის ქონა.
 სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
      მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;

ისტ-ის წიგნიერება
       ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.


Sunday, May 17, 2015

მესამე დღის რეფლექსია

დღს გავეცანი პროექტების სტანდარტებს..ასევე განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები და გავეცანით ნიმუშებს.ვისწავლე ბლოგზე გაჯეტებში სურათების,გვერდების,ვიზიტორთა რაოდენობის ჩასმა.კარგად გავიაზრე პროექტის იდეა და ამოცანები. მადლობა.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა:როგორ დამეხმარება მათემატიკა წარმატებაში?

თემატური კითხვები:რატომ ვიყენებ სტატისტიკას და მონაცემთა ანალიზს?

   შინაარსობრივი კითხვები:   რა არის მონაცემთა საშუალო?
                                                       რა შემთხვევაშია მოსახერხებელი მონაცემების   სვეტოვანი  დიაგრამით წარმოდგენა?
                                                      

მოსწავლეთა ამოცანები/სწავლის შედეგები



მოსწავლეები შეძლებენ:

  • მოიძიონ ადგილობრივ მევენახეებისგან 1 ჰა-ზე თუ რამდენ ტონა მოსავალს იღებენ რქაწითელისგან და იგივე ფართობზე საფერავისგან.ასევე წარმოადგონონ ხარჯები და საბოლოვო მოგება ბოლო  3-4 წლის მანძილზე.გამოთვალონ მათი საშუალო მნიშვნელობები და ცხრილის სახით წარმოადგინონ.
  • ამ მონაცემებით ააგონ  შესაბამისი გრაფიკები,დიაგრამები.
  • დააკვირდნენ,შეადარონ,იმსჯელონ და გააკეთონ ანალიზი თუ რომელი ვარიანტია უფრო მომგებიანი.
  • მოამზადონ პრეზენტაცია და განათავსონ ბლოგზე.მოამზადონ ბროშურები გლეხებისთვის.

Saturday, May 16, 2015

ჩემი პროექტის იდეა


         საქართველო მევენახეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა.მევენახეობას,როგორც სოფლის მეურნეობის დარგს,ვაზის მოვლა-მოყვანის და მისი რეალიზაციის დანიშნულება აქვს.ვაზი გლეხისთვის ერთ-ერთ- შემოსავლის წყაროა კახეთში,მაგრამ მისი გაშენებისთვის აუცილებელია სწორად დაგეგმვა და იმ ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა , რომელიც გლეხს დაეხმარება წარმატებაში.მოსწავლეები სოფლის მევენახეების მაგალითზე მოიძიებენ,თუ რომელი ვაზის ჯიშია მომგებიანი.1- ჰა-ზე რომელი ჯიში ჯობია გაშენდეს რქაწითელი თუ საფერავი,რომ მოგება იყოს მაქსიმალური.მოამზადებენ ბუკლეტებს და დაურიგებენ გლეხებს.

Saturday, May 9, 2015

პირველი დღის რეფლექსია

დღეს განვამტკიცეთ  ბლოგის  შექმნა,ასევე გავეცანით ინტელის საწავლო პროექტს და გავეცანით მის გეგმას.