მათ.X.7. მოსწავლეს შეუძლია განტოლებათა და
უტოლობათა სისტემების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ტექსტური ამოცანის ამოსახსნელად ადგენს და ხსნის ორუცნობიან განტოლებათა სისტემას; ახდენს ამონახსნის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით
მათ.X.13. მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს მონაცემთა
შეგროვების ხერხებს (დაკვირვება, გაზომვა, მითითებულ რესპონდენტთა ჯგუფის გამოკითხვა
მზა ანკეტით/კითხვარით);
·
ატარებს
სტატისტიკურ (მათ შორის, შემთხვევით) ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს;
·
იკვლევს და იყენებს მონაცემთა სხვადასხვა ისტორიულ და თანამედროვე წყაროებს (მაგალითად,
საინფორმაციო ცნობარი, ინტერნეტი,
კატალოგი და სხვა).
მათ.X.14. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და
რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ირჩევს თვისობრივ და რაოდენობრივ
(დაუჯგუფებელ) მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს
თავის არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას;
- აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი და იგივე თვისობრივი
ან რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად
მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია
თითოეულს;
- ახდენს მონაცემთა დაჯგუფებას/დალაგებას, მსჯელობს დაჯგუფების/დალაგების პრინციპზე.
21-ე საუკუნის უნარ ჩვევები
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და
გამომგონებლობა
● მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
შემოქმედებითობა და
გამომგონებლობა
● მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობის დემონსტრირება;
● ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
●
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,
კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება
მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;
●
ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების
ეთიკურ/სამართლებრივ საკითხებზე საფუძვლიანი წარმოდგენის
ქონა.
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
●
ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
●
მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ
დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
ისტ-ის წიგნიერება
●
ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის
კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების. ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა
და გამოყენების ეთიკური/იურიდიული საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.
No comments:
Post a Comment